უკრაინა, რომელიც წელს, ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს, განიხილავს რუსეთის წარმომადგენლისთვის უკრაინაში ჩასვლის აკრძალვის საკითხს. რუსმა მომღერალმა რუსეთის მიერ ანექსირებულ, დე იურე უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმში მოაწყო გამოსვლა. ცნობით, ხელისუფლება გადაწყვეტილებას უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს. შარშან უკრაინამ შავ სიაში შეიტანა 140 რუსი ხელოვანი. რუსეთს ევროვიზიაზე წარადგენს იულია სამოილოვა, 27 წლის მომღერალი, რომელსაც კუნთების იშვიათი დაავადება სჭირს და ეტლზეა მიჯაჭვული, და რომელმაც 2015 წელს გამართა ყირიმში, ქერჩში, კონცერტი.
ყველაზე პოპულარული
1