Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი აქტივისტი ილდარ დადინი მცირე ხნით კვლავ დააკავეს საპროტესტო აქციის გამო


რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი პარასკევს მცირე ხნით დააკავა პოლიციამ სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის შენობის წინ, სადაც აქტივისტმა პიკეტი მოაწყო უფლებათადამცველ ლევა პონომარიოვთან ერთად. რადგან დადინს არ ჰქონდა პასპორტი, პოლიციამ იგი ვინაობის დადგენამდე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა. დადინი და პონომარიოვი ერთკაციან პიკეტს მართავდნენ სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის კარელიის განყოფილების უფროსის, ალექსანდ ტერეხას და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნის გადადგომის მოთხოვნით. ილდარ დადინი 26 თებერვალს გამოუშვეს ციმბირში მდებარე კოლონიიდან 15-მდე თვეში მას შემდეგ, რაც გაასამართლეს რუსეთის ერთ-ერთი სადავო კანონის საფუძველზე. ამ კანონით, პატიმრობა ემუქრება პირს, თუ 180-დღიან პერიოდში ერთზე მეტ არასანქცირებულ აქციაში მიიღებს მონაწილეობას. გათავისუფლების შემდეგ დადინმა განაცხადა, რომ იგი „გააგრძელებს ბრძოლას რუსეთის ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ.“

XS
SM
MD
LG