Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW პიტერ პომერანცევთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW პიტერ პომერანცევთან
please wait

No media source currently available

0:00 0:37:00 0:00

რას ვგულისხმობთ, როცა „რუსულ პროპაგანდაზე“ ვსაუბრობთ − და რა განასხვავებს ამ პროპაგანდას საბჭოთა პრაქტიკისგან? რა პოლიტიკურ, კულტურულ თუ გენდერულ მნიშვნელობებს ატარებს რუსეთის იდეოლოგიურ სივრცეში პრეზიდენტ პუტინის ფიგურა? რატომაა, რომ ბევრი ანალიტიკოსი პუტინის სისტემას „პოსტმოდერნულ დიქტატურას“ უწოდებს, აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას კი პოსტმოდერნიზმის შედეგს. რა კავშირია ამ ორ ფიგურას შორის და რამდენად განაპირობა მათი აღზევება პოსტმოდერნისტულმა რელატივიზმმა, ერთი ჭეშმარიტების უარყოფამ და „ალტერნატიული ფაქტების“ ცნების დამკვიდრებამ? როგორ იჩენს თავს „რუსული პროპაგანდა“ საქართველოს სივრცეში − მხოლოდ სწორხაზოვნად, „ტრადიციული ღირებულებების“ თუ „ერთმორწმუნეობის“ სახელით თუ კიდევ უფრო ღრმა დონეზე, ნიჰილიზმის დამკვიდრების და მომავლის რწმენისთვის ძირის გამოთხრის გზით? გადაცემა ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება თავის სტუმარს, პიტერ პომერანცევს − პუბლიცისტს, ტელეპროდიუსერს, ავტორს 2015 წელს გამოცემული გახმაურებული წიგნისა „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“, რომელიც ახლახან ქართულადაც დაიბეჭდა გამომცემლობა „რადარამის“ მიერ.

XS
SM
MD
LG