ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია თბილისში
საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, პეტრ პაველის ხელმძღვანელობით. როგორც ჩეხმა გენერალმა განაცხადა, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში „საქართველო იქნება არა მხოლოდ მონაწილე, არამედ უსაფრთხოების უზრუნველმყოფიც, და თავის წვლილს შეიტანს მთელი რეგიონის უსაფრთხოების შენებაში“. დღის მეორე ნახევარში სამხედრო კომიტეტის დელეგაციის წევრები ეწვივნენ საქართველო-ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრნენ ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა სწავლების საჩვენებელ წვრთნას.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან