Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW გრიგოლ გოგელიასთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW გრიგოლ გოგელიასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:35:17 0:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული, უწერია თუ არა განხორციელება მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის გეგმას, რომლის თანახმადაც მაუწყებელი „კოლაფსის წინაშეა“ და მის გადასარჩენად თითქმის ერთი წლით უნდა „გაჩერდეს“ ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვებების გარდა. რას აპირებს სამეურვეო საბჭო - ორგანო, რომელიც მაუწყებლის ბიუჯეტს ამტკიცებს? თუ გეგმა მოიწონა, როგორ ახსნის საკუთარ პასუხისმგებლობას მაუწყებლის კოლაფსამდე მიყვანაში? როგორ დაიხარჯა ათ წელიწადში 410 მილიონი ლარი ისე, რომ დღეს არხი მაინც სავალალო მდგომარეობაშია? საერთოდ, რამდენად შეიძლება „გაჩერდეს“ საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას უნდა ემსახურებოდეს? რა პრინციპით იხელმძღვანელა საბჭომ ახალი გენერალური დირექტორის შერჩევის პროცესში, როცა არჩევანი შეაჩერა კანდიდატზე, რომლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის თაობაზე არაერთი ეჭვი თუ კითხვა არსებობდა? რატომ არ იცავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი არხის თანამშრომლებს, რომლებსაც კოლექტიური დათხოვნის საფრთხე ემუქრებათ? გადაცემა ინტერVIEW-ში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს გრიგოლ გოგელიას.

XS
SM
MD
LG