Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ორი ყოფილი თანამშრომელი


რუსეთში დააკავეს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ორი ყოფილი თანამშრომელი, სერგეი მიხაილოვი და დმიტრი დოკუჩაევი, და რუსეთის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომპანიის „კასპერსკის ლაბორატორიის“ მენეჯერი რუსლან სტოიანოვი. მათ ბრალად ედებათ რუსეთის ღალატი აშშ-ის ინტერესების სასარგებლოდ. ამის შესახებ იუწყებიან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ადვოკატზე დაყრდნობით. ტასი ავრცელებს პროკურორ ივან პავლოვის ციტატას, რომლის თანახმადაც, უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს სჯერათ, რომ მიხაილოვმა, დოკუჩაევმა და სტოიანოვმა აშშ-ის დაზვერვას მიაწოდეს საიდუმლო ინფორმაცია, თუმცა საქმეში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ნახსენები არ არის. პროკურორმა დააზუსტა: „ჩვენ ვსაუბრობთ აშშ-ზე, და არა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოზე“.

XS
SM
MD
LG