Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დამნაშავედ ცნო დათა ახალაია


თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ ცნო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, გია დგებუაძე. მათ პროკურატურა ბრალს სდებდა 2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დათა ახალაია დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით პატიმრობა, გია დგებუაძისთვის წარდგენილ, განზრახ მკვლელობის ბრალდებას კი კვალიფიკაცია შეუცვალა განზრახ მკვლელობაში დახმარების მუხლით და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლომ ორივე ბრალდებული გაამართლა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. პროკურატურის მიერ ინტერპოლით ძებნილი გია დგებუაძე ნიდერლანდის სამეფოში დააკავეს და საქართველოს 2016 წლის მარტში გადასცეს. ამასთან, წელს მარტში ინტერპოლმა შეწყვიტა დათა ახალაიას ძებნა იმ მოტივით, რომ ახალაია პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი პირია.

XS
SM
MD
LG