სალომე ასათიანის ინტერVIEW ლისა უოლპესთან
გადაცემის სტუმარია ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და აქტივისტი ლისა უოლპე, რომელიც 1993 წლიდან ხელმძღვანელობს ლოს-ანჯელესის (აშშ) შექსპირის ქალთა დასს. უოლპეს დადგმული აქვს არაერთი სპექტაკლი და, ქალი პერსონაჟების გარდა, შესრულებული აქვს მამაკაცის როლები: ჰამლეტი, რიჩარდ მესამე, რომეო, შეილოკი, იაგო და სხვ. ლისა უოლპე ახლახან პრაღას სტუმრობდა მონოსპექტაკლით „შექსპირი და გენდერის ალქიმია“. გარდა შექსპირის ტექსტებისა და პერსონაჟებისა, უოლპე ამ პიესაში გვიყვება თავისი ოჯახის ბიოგრაფიაზე, რომელიც გადაჯაჭვულია ომთან, ჰოლოკოსტთან, ფაშისტურ რეპრესიებთან, გენდერულ ძალადობასთან. რისი თქმა შეუძლია თანამედროვე ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, ძალაუფლებაზე, სიძულვილზე, სიყვარულზე თუ შურისძიებაზე შექსპირს - გვიანდელი რენესანსის სულისკვეთების გამომხატველ თუ მოდერნულობის წინა პერიოდის უდიდესი ძეგლების ავტორს, რომლის ვინაობა დღემდე იდუმალებითაა მოცული? რას გვეუბნება ის ქალის და კაცის როლებსა თუ ფუნქციებზე ისეთ ტექსტებში, როგორებიცაა „ჭირვეულის მორჯულება“, „მაკბეტი“, „რომეო და ჯულიეტა“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“ თუ სხვა, და რამდენად აქტუალურია მისი პერსონაჟების გენდერული ფუნქციები თუ როლები დღეს? რას აძლევს ქალ მსახიობს მამაკაცის არქეტიპული პერსონაჟების შესრულება? ლისა უოლპეს ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება სალომე ასათიანი.
ეპიზოდები
-
ივლისი 21, 2017
ინტერVIEW: თვალის ერთი გადავლებით
-
ივლისი 06, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი გვახარიასთან
-
ივნისი 22, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW მარტინ დემანტ ფრედერიკსენთან
-
ივნისი 15, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნათია ქუტიძესთან
-
ივნისი 08, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ვახტანგ მჭედლიშვილთან
-
ივნისი 01, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნიკოლოზ ლეგაშვილთან