საქართველოს კომერციულ ბანკებში 2 ლარს და 65 თეთრს გადააჭარბა აშშ დოლარის ფასმა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2 ლარი და 53 თეთრი ღირს. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 0,5%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „თვის მიმოხილვაში.“ ამავე დოკუმენტის თანახმად, 2016 წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციამ შეადგინა მინუს 0,2%. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სურსათის კატეგორიაში ოქტომბრის ფასების დონე, სექტემბერთან შედარებით, 0,8%-ით გაიზარდა.
ყველაზე პოპულარული
1