Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW გიგა ზედანიასთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW გიგა ზედანიასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:32:22 0:00

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ დასავლეთში ბიძგი მისცა დისკუსიების, წერილებისა თუ განცხადებების ტალღას. საფრთხის ქვეშაა ლიბერალური კონსენსუსი - აცხადებენ ანალიტიკოსები. რა ხდება დასავლეთის იდეოლოგიურ ველში? მართლაც ემუქრება ლიბერალურ დემოკრატიას არალიბერალური კონფიგურაციებით ჩანაცვლების რეალური საფრთხე? რამდენად შეინარჩუნებს დასავლეთი თავის ნორმატიულ განზომილებას დანარჩენი მსოფლიოსთვის? რამდენად მნიშვნელოვანი იყო სოციალური კლასის, რასისა და გენდერის ფაქტორები დონალდ ტრამპის გამარჯვებაში? რა ამოძრავებს ამერიკელ სოციოლოგს, არლი რასელ ჰოკშილდს, როცა ამტკიცებს, რომ ტრამპის მხარდამჭერებს შორის არის ხალხი, რომელიც საკუთარ მიწაზე „უცხოდ“ არის ქცეული? საუბარი ამ და სხვა საკითხებს ეხება. გადაცემის სტუმარია ილიას უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფოსი გიგა ზედანია.

XS
SM
MD
LG