საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არჩევნებში დამარცხებულ პროდასავლურ პარტიებს ოპოზიციის მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს.
მიმართვა მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პრევენციას ისახავს მიზნად. შექმნილ ვითარებაში არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის წარმომადგენელთა მხარდაჭერას მიმართვის ხელმომწერები პოლიტიკურ კეთილგონიერებად მიიჩნევენ. რატომ ფიქრობენ ისინი ასე და რა არგუმენტები აქვთ მათ, ვისი აზრითაც, არჩევნებზე ამომრჩეველს აქტიურობისკენ უნდა მოუწოდო და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ. სადისკუსიო მაგიდასთან თავიანთ მოსაზრებებს გვაცნობენ მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი, ნოდარ ტანგიაშვილი და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი. საუბარს ნონა მჭედლიშვილი უძღვება.