Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ფრანცისკემ წირვა ჩაატარა თბილისში


რომის პაპმა ფრანცისკემ წირვა ჩაატარა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. მიხეილ მესხის სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები. დღესვე მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში დაგეგმილია პაპის შეხვედრა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებთან, სადაც რომის პაპი შეკრებილ სასულიერო პირებს, სიტყვით მიმართავს. საქართველოში მყოფი პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.

XS
SM
MD
LG