საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზად არის შეხვდეს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს. ”ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ, ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო და ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს დაუყონებლივ, ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, მთავარი პროკურორის მზადყოფნა უკვე ეცნობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს.
ყველაზე პოპულარული
1