Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ვირუსი „ზიკა“ შესაძლოა შავი ზღვის სანაპიროზეც გავრცელდეს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, მომავალ თვეებში შესაძლოა, ევროპაშიც გავრცელდეს „ზიკა“ - აქამდე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული ვირუსი, რომელიც ახალშობილებში ტვინის თანდაყოლილ დეფექტებსა და ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს. განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 18 მაისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ევროპაში ვირუსის გავრცელების ყველაზე მწვავე საფრთხე ემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის შავი ზღვისპირა რეგიონებსა, აგრეთვე პორტუგალიის კუნძულ მადეირას, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. მიზეზად მიჩნეულია ის გარემოება, რომ კოღოს სახეობა, რომელსაც ვირუსი „ზიკა“ გადააქვს, ზემოხსენებულ რეგიონებში, მათ შორის საქართველოს შავიზღვისპირეთშიც ბინადრობს. კოღო ლათინური სახელწოდებით Aedes aegypti 50-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც პირველად 2015 წელს ბრაზილიაში დაფიქსირდა.

XS
SM
MD
LG