ახალი მსხვერპლის შესახებ იტყობინებიან სადაოდქცეული მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან, სადაც კიდევ სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა შეტაკებებში, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ძალებს შორის მესამე დღეა გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ 4 აპრილს გარვცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ სეპარატისტული ძალები ყარაბაღიდან არტილერიით ბომბავდნენ აზერბაიჯანის პოზიციებს, ხოლო ფრონტისპირა სოფლებს ნაღმსატყორცნებიდან და ყუმბარსატყორცნებიდან უშენდნენ ჭურვებს. ბოლო მონაცემების ჩათვლით 15-მდე გაიზარდა აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის დანაკარგი. სომხეთი ბრძოლებში 18 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას იუწყება. 4 აპრილს მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია მათ პოზიციებზე აზერბაიჯანის მხრიდან ინტენსიური სროლების თაობაზე.
ყველაზე პოპულარული
1