უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის გადადგომა. უკრაინაში პროდასავლური ხაზის მომხრეები შოკინს მიიჩნევენ კორუფციასთან ბრძოლაში ხელის შემშლელად. გადაწყვეტილებას მიემხრო 289 დეპუტატი, საჭირო იყო 226-ის მხარდაჭერა. შოკინი გადადგომას დათანხმდა 16 თებერვალს, როცა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მას და პრემიერ-მინისტრს, ერსენი იაცენიუკს მოთხოვა, დაეტოვებინათ თანამდებობები. აშშ-მა არაერთხელ მოუწოდა კიევს გაატაროს რეფორმები გენერალური პროკურორის ოფისში, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა კორუფციასთან ბრძოლას.
ყველაზე პოპულარული
1