სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამთავრობო ჯარებმა გააფართოვეს კონტროლი ისტორიულ ქალაქ პალმირაზე და 26 მარტს ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები განდევნეს ქალაქის გარეუბან ალ ამირიადან. ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ძალებმა და მისმა მომხრე სახალხო ლაშქარმა ექსტრემისტებისგან გაანთავისუფლესდასავლეთ პალმირის ისტორიულ ციტადელი, რომლის თავზეც ჯარისკაცებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს. "ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირა 2015 წლის მაისში აიღო და გაანადგურა იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი არაერთი მონუმენტი.
ყველაზე პოპულარული
1