Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე


დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:42 0:00

21 მარტს მსოფლიოში აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოშიც გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დაუნის სინდრომის მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მოაწყვეს მსვლელობა, რომელიც ფლეშმობით დამთავრდა. დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადებაა და, საერთაშორისო სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველ 800 ბავშვზე დაუნის სინდრომის მქონე ერთი  ბავშვი იბადება. ამჟამად საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე 275 პირია, აქედან 209 - თხუთმეტ წლამდე ასაკისა. სახელმწიფო ამ ეტაპზე აფინანსებს ადრეული განვითარების  პროგრამას, რომელიც მხოლოდ 480 ბავშვზე, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონეებზეც არის გათვლილი. აქციის მონაწილეები საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან უფრო მეტ თანადგომას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG