Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი, კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს. "ამ ეტაპზე ტარდება აუცილებელი, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები" - განუცხადეს სააგენტო ინტერპრესნიუსს მთავარ პროკურატურაში. ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს თან ახლავს ტექსტი, რომლის ავტორი ზოგიერთპოლიტიკოსს მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ჩანაწერების გავრცელების გაგრძელებით ემუქრება.

XS
SM
MD
LG