Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW თეა წულუკიანთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW თეა წულუკიანთან
please wait

No media source currently available

0:00 0:30:24 0:00

იუსტიციის სამინისტრო წლებია სათავეში უდგას მართლმსაჯულების რეფორმის ინიციატივებს. ამ პროცესებთან მიმართებით, ბოლო პერიოდში არაერთი საგანგაშო სიმპტომი გამოიკვეთა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სასამართლო აღიქმება ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად. ადგილობრივი ქსელი, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კი ავრცელებს პეტიციას, რომლითაც მოითხოვს დაუყოვნებლივ შეჩერდეს „უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება“. მარცხდება თუ არა სასამართლოს რეფორმა საქართველოში. სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება გადაცემის სტუმარს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.

XS
SM
MD
LG