Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული სასჯელი


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე ბექა წიქარიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სანქცია არის ჩადენილი ქმედებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, არაპროპორციული და შესაბამისად, წარმოადგენს სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახველ სასჯელს. სასამართლოს ამავე განცხადებით, მან მხედველობაში მიიღო მარიხუანის მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხზე, რამდენადაც აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს.

XS
SM
MD
LG