საქართველოს ადგილი ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში
7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში", რომელსაც „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისათვის“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ. კონფერენციის მონაწილეებს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა აერთიანებთ, ამ ღონისძიების მიზანი კი საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერების თავმოყრა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ დისკუსიაა. როგორც კონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ, კონფერენციის დასრულების შემდეგ შემუშავდება და გამოქვეყნდება სარეკომენდაციო სახის სამოქმედო გეგმაც, რომლის მთავარი მიზანი განვითარებადი დემოკრატიების უფრო ქმედითი მხარდაჭერა იქნება და ამ ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს უფრო აქტიურად დაუახლოვდნენ ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებს.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს
-
ნოემბერი 08, 2024
როგორ დახურა ხუთწამიანმა ვიდეომ საარჩევნო უბანი