Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ყირიმელი თათრები გააფრთხილა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააფრთხილა ყირიმში მცხოვრები ეთნიკურად თათარი მოსახლეობა, რომ მათ არ უნდა სცადონ განსაკუთრებული სტატუსის მიღება. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მცხოვრები მუსლიმი თათრები ნახევარკუნძულის მოსახლეობის ათ პროცენტზე მეტს შეადგენენ და უმეტესწილად ეწინააღმდეგებიან რუსეთის ანექსიას. პუტინი ყირიმში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა ტურიზმის და განვითარების წასახალისებლად და ვიზიტის ფარგლებში რეგიონში მცხოვრებ უმცირესობებს, მათ შორის თათრებს შეხვდა. „ინტერეთნიკური ურთიერთობა ფაქიზი რამააო - განუცხადა პუტინმა თათრების წარგზავნილებს დადასძინა, ერთი რომელიმე ჯგუფისათვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭება უკიდურესად საშიშად მიმაჩნიაო. მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ უფლებადამცველ აქტივისტებს რეგიონში უცხო ქვეყნები აფინანსებენ „ვითარების დესტაბილიზაციისათვის“ და თქვა, რომ მოსკოვი ამას არ დაუშვებდა.

XS
SM
MD
LG