თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის დელეგაცია, რომელსაც ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა, შეხვედრები ჰქონდა ასევე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დროს თინა ხიდაშელი ეწვია რადიო თავისუფლების სათავო ოფისს და ვრცელი ინტერვიუ მისცა ყოველკვირეული პროგრამა „დაბრკოლების ზოლის“ ავტორს, კობა ლიკლიკაძეს.