Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ გაეროს მშვიდობისმყოფელები მიიწვია


უკრაინამ მოუწოდა ევროპელ მშვიდობისმყოფელებს ხელი შეუწყონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას უკრაინის აღმოსავლეთში. უკრაინის დაახლოებით 2500 ჯარისკაცმა დაიხია უკან დებალცევოდან, რომელიც არის დონეცკისა და ლუგანსკის დამაკავშირებელი სტრატეგიული სარკინიგზო პუნქტი. 18 თებერვალს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება გაეროს მანდატით მშვიდობისმყოფელთა მიწვევის შესახებ. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საბჭოს განუცხადა „ვფიქრობთ, საუკეთესო ფორმატი იქნებოდა ევროკავშირის საპოლიციო მისია“-ო. პოროშენკოს ინფორმაციით, ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა დებალცევოდან „დაგეგმილი და ორგანიზებული უკანდახევის“ დროს. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ დებალცევოზე იერიშისთვის ჯარისა და იარაღის გაგზავნაში. მოსკოვმა უარყო ბრალდება. თეთრი სახლის 18 თებერვლის განცხადებით, რუსეთმა არ შეასრულა შეთანხმების პირობები და „მეტი საფასურის გადახდის საფრთხის წინაშე დგას“, დამატებითი სანქციების სახით.

XS
SM
MD
LG