შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი. „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი“ - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გათვალისწინებულია თავისუფლების 11-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთა.
ყველაზე პოპულარული
1