საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის საქმეზე ევროპულ სასამართლოს მიმართა.19 წლის სალომე ჯორბენაძე, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს. საიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ მკვლელობამდე სალომემ მიმართა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვა მოითხოვა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული არც ერთი ზომა არ გატარდა. პოლიციის და პროკურატურის რეაგირება სალომეს მიმართ იყო დისკრიმინაციული გენდერული ნიშნით - აღნიშნულია განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ საქმე, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პირველი პრეცედენტი იქნება, რომელსაც ევროპული სასამართლო ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე საქართველოსთან მიმართებით განიხილავს.
ყველაზე პოპულარული
1