Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ეხმაურება მაკა წივწივაძის მკვლელობას


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი გამოეხმაურა თბილისში პარასკევს მომხდარ მკვლელობას, როცა ილიას უნივერსიტეტში ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტის ლექტორი მაკა წივწივაძე მოკლა. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა: "წივწივაძის ტრაგიკული სიკვდილი შეგვახსენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა და ჩვენ არ გვაქვს მისი უგულებელყოფის უფლება. ეს არის პრობლემა, რომელიც მთელ მსოფლიოში ბევრ რთულ გამოწვევას წარმოშობს“. ტორბიორნ იაგლანდმა აგრეთვე განაცხადა: „სტამბოლის ევროპული კონვენცია არის გარდამტეხი ინსტრუმენტი, რომელიც შეიცავს ხედვას ქალებისთვის ევროპასა და მთელ მსოფლიოში, ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრებისთვის. ვიწონებ საქართველოს მიერ სტამბოლის 2014 წლის ივნისის კონვენციის ხელმოწერას და მხარს ვუჭერ საქართველოს ძალისხმევას - შეუერთდეს ევროსაბჭოს იმ 15 ქვეყანას, რომელმაც მოახდინას კონვენციის რატიფიკაცია“.

XS
SM
MD
LG