”ის, ვინც წერს საუნდტრეკებს ფილმებისთვის, როგორც წესი, რეჟოსორებისა და მსახიობების ჩრდილში რჩებიან. მათგან განსხვავებით, მორის ჟარი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს კინოს ისტორიაში” (დიტერ კოზლიკი). თვით კომპოზიტორმა თავისი ცხოვრება ”ერთ გრძელ საუნდტრეკად” მონათლა. ”სიკვდილის ჟამს, - ამბობდა მორის ჟარი, - ჩემს თავში გახმიანდება უკანასკნელი ვალსი, რომელსაც მხოლოდ მე მოვუსმენ”. ეს, ალბათ, სწორედ ასეც მოხდა. მორის ჟარის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხება იური ვაჩნაძის ყოველკვირეული პროგრამა.