ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოების ყველა პროდუქტი - ნივრის გარდა, რომელზეც რაოდენობრივი შეზღუდვა იმოქმედებს - ევროკავშირის ბაზარზე გასვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც ასოცირების შეთანხმების ნაწილია, ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას.