Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოხარ ცარნაევის ადვოკატები მოითხოვენ სასამართლო პროცესის ვაშინგტონში გადატანას


ბოსტონის მარათონზე აფეთქებაში ეჭვმიტანილმა ჯოხარ ცარნაევმა მოითხოვა, რომ მისი სასამართლო პროცესი ვაშინგტონში გადაიტანონ. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ მარათონში ბოსტონის იმდენი მცხოვრები მონაწილეობდა, თითქმის შეუძლებელი იქნება ბოსტონში მიუკერძოებელი მსაჯულების მოძებნა. ადვოკატებს გამოუკვლევიათ, რომ ყველაზე მიუკერძოებელი მსაჯულების შერჩევა ვაშინგტონშია შესაძლებელი. ჯოხარ ცარნაევის სასამართლო პროცესი ნოემბერში ბოსტონში უნდა დაიწყოს. საბრალდებო დასკვნის თანახმად, მან და მისმა ძმამ ბოსტონის მარათნის ფინიშზე მოაწყვეს ორი აფეთქება, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაიჭრა სამასამდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG