უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ განიხილება უკრაინაში გაზსადენზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი შესაძლო მიზეზების რამდენიმე ვერსია, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მთავარია ტერორიზმი, ან საბოტაჟი. ავაკოვის თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ორი მცირე აფეთქება გაისმა ძლიერ აფეთქებამდე, რომელმაც გაზსადენი დააზიანა. ინციდენტი მოხდა პოლტავის ოლქში, რომელიც ესაზღვრება ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებს და ახლოს მდებარეობს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებთან, სადაც რუსეთის მომხრე სეპარატისტები რამდენიმე კვირაა ებრძვიან უკრაინის მთავრობის ჯარებს. აფეთქება მოხდა ურენგოი-პომორი-უჟგოროდის მილსადენზე, რომლითაც რუსეთის გაზი მიეწოდება ევროპის ქვეყნებს.
ყველაზე პოპულარული
1