2014 წლის პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის შემდეგ ქვეყანაში ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდა. კერძოდ, თუ მარტის თვეში 7,4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, აპრილში ზრდამ სულ 2,7 პროცენტი შეადგინა.
ასევე უნდა აღინიშნოს დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ცვლილება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით: თუ მარტის თვეში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 19,6 პროცენტით გაიზარდა, ეს მონაცემი აპრილში 4,8 პროცენტამდე შემცირდა.
დამატებითი ღირებულების გადასახადის ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სწორედ ამ გადასახადის მოცულობა მიანიშნებს ეკონომიკაში დამატებითი ღირებულების შექმნაში არსებულ პრობლემებზე, ანუ ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე.
აპრილის სტატისტიკა კიდევ უფრო ამყარებს არსებულ აზრს, რომ 2014 წლის პირველი კვარტალის ზრდა გამოწვეული იყო 2013 წლის ბოლო კვარტალში დაფიქსირებული მაღალი საბიუჯეტო ხარჯების ეფექტით. ანუ სახელმწიფომ გასული წლის ბოლოს წინასწარ გასწია ხარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რის შედეგადაც სამუშაოების შესრულებისა და, შესაბამისად, დღგ-ს გადახდის პერიოდი 2014 წლის პირველ კვარტალს დაემთხვა.
იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ ეკონომიკური ზრდის შენელების მიზეზებში, მნიშვნელოვანია ასევე მიმოვიხილოთ აპრილის თვის სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. აპრილში 3,4 პროცენტით გაიზარდა სამომხმარებლო ფასები, სურსათზე ფასების საერთო დონე 8,2 პროცენტით გაიზარდა. მცირე მატება დაფიქსირდა ბენზინსა და დიზელის საწვავზე. რამდენადმე შემცირდა ფასები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში შემავალ საქონელზე.
აღსანიშნავია ასევე ის, რომ ლარის კურსის ცვალებადობამ გამოიწვია ლარით დენომინირებულ დეპოზიტთა მოცულობის 12,6 მლნ ლარით შემცირება. კვლავ დაბალ ნიშნულზეა საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები. დეპოზიტებზე წლიური 6%–ია, რაც, 2013 წლის აპრილთან შედარებით, 2,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
საგარეო სექტორში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,6 პროცენტით გაუარესდა საგარეო ვაჭრობის დეფიციტი. ამასთან, ექსპორტი 7,6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 6,3 პროცენტით გაიზარდა. 30 პროცენტით არის შემცირებული ნავთობისა და ნავთობპრუდუქტების იმპორტი, რაც, თავისთავად, ეკონომიკური საქმიანობის შემცირების მაჩვენებელია. 31 პროცენტით იკლო მსუბუქი ავტომობილების შესყიდვებმაც, რაც გამოწვეულია მეზობელ ქვეყნებში იმპორტზე გამკაცრებული რეგულაციებით. მაგალითად, საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით ექსპორტმა წლიურად 34,6 პროცენტით იკლო, რაც, უმეტესად, ავტომობილებზე რეექსპორტის კლებაზე მოდის. ამის პარალელურად, მნიშვნელოვნად მოიმატა ექსპორტმა სომხეთში, ძირითადად ისევ ავტომობილების ხარჯზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ადრე იმის შესახებ, რომ სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას გეგმავს. ეს კი, სავარაუდოდ, საქართველოსთან სავაჭრო რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს და, მათ შორის, მანქანების გაძვირების წინაპირობაც გახდება.
მოყვანილი სტატისტიკის გაანალიზებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჯერჯერობით კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა თანხებს ჩადებს სახელმწიფო ეკონომიკაში. შესაბამისად, სუსტია კერძო სექტორის წვლილი ეკონომიკურ პროცესებში. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფო დანახარჯების ტემპი თანაბრად იყოს გადანაწილებული მთელი წლის მანძილზე, არ გამოირჩეოდეს ბოლო კვარტალებში განსაკუთრებული ზრდით, რომ არ მოხდეს ეკონომიკურ პროცესებზე ზეწოლა, რეალური სურათის შეცვლა და არასწორი მოლოდინების შექმნა.