ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გრძელდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხალმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან სამი მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო. მისი თქმით, საქართველოს ციხეებში ოსი ეროვნების მოქალაქეებმა შიმშილობის აქცია საქმეების გადახედვისა და ამნისტიის მოთხოვნით დაიწყეს. საუბარია გორის ტერაქტის მოწყობისთვის მსჯავრდებულ პირებზე, - კოჩიევზე, ვალიევსა და ზასეევზე, - რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ოსური მხარე დიდი ხანია ამ პირების გათავისუფლებას მოითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ციხეებში შიმშილობა პატიმრებმა მართლაც დაიწყეს, მაგრამ ეს არ ყოფილა ეთნიკურად ოსი პატიმრების საპროტესტო აქცია. გარდა ამისა, გაგლოითიმ ქართველი სამართალდამცველებისგან სოფლების ქერესა და კოშკას გზის მონაკვეთზე პატრულირების შეწყვეტა მოითხოვა. მისი განცხადებით, საბჭოთა დროინდელი რუკებით, ეს ტერიტორია სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს ეკუთვნოდა და იქ ქართველი პოლიციელების პატრულირება პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
ხოხ გაგლოითის საპასუხოდ, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა აღნიშნა, რომ ქერე-კოშკას გზის მონაკვეთზე ქართველი პოლიციელების პატრულირების საკითხი ერგნეთის ფორმატში განსახილველი თემა არ არის, რადგან ეს ფორმატი არ ითვალისწინებს ტერიტორიული დავების საკითხის გადაწყვეტას.
ქართული მხარე მეორე თვეა ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, რომან შიტიკოვის ადგილსამყოფლის დადგენას ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი რამდენიმე თვის წინ სოფელ ყარაფილასთან რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ოსური მხარე დღემდე უარყოფს შიტიკოვის მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტს.
ერთადერთი საკითხი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, იყო ის, რომ ერგნეთის 45-ე შეხვედრა განსაკუთრებულ ხასიათს ატარებდა, რადგან სხდომის პირველ ნაწილს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე ბურკჰალტერი დაესწრო. მან შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაშლილ კარავში ნახევარი საათი გაატარა და გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ბურკჰალტერმა აღნიშნა, რომ შვეიცარია, რომელიც, ამავე დროს, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მიუკერძოებელი და ნეიტრალური სახელმწიფოა, ამიტომ მხარეებს შორის დიალოგისა და ნდობის ჩამოყალიბება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიაჩნია. მისი აზრით, აუცილებელია იმ პრაგმატული ქმედებების მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად. ბურკჰალტერის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობის აღდგენის თაობაზე, ასევე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების განახლებაზე.
ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სოფელ კოშკასთვის სასმელი წყლის მიწოდებისთვის ინტენსიური სამუშაოები მალე დაიწყება. ამ საკითხს ქართული მხარე დიდი ხანია შეხვედრებზე აყენებს, მაგრამ მისი გადაჭრა სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდებოდა, ახლა კი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერგნეთში 1 ივლისს გაიმართება.