27 მაისს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიმართ. სამშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაოფიციალური სადილის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს „უკრაინის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს“. ბაროზოს განცხადებით, სამშაბათის შეკრებაზე ევროკავშირის ლიდერებმა იმსჯელეს უკრაინის საკონსტიტუციო რეფორმაზე, მისი ეკონომიკის ხელშეწყობაზე, უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის „ინტენსიურ“ მუშაობაზე.
ყველაზე პოპულარული
1