Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში აქციის დაშლისას პოლიციამ გამვლელი მოკლა


22 მაისს სტამბოლში მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლისას, პოლიციის ტყვიით დაიღუპა გამვლელი, რომელიც სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდა. თურქეთის 30 წლის მოქალაქე უღურ ქურთს ტყვია თავში იმ დროს მოხვდა, როცა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება დაიწყო. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დაშავდა ათი ადამიანი. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ გასულ წელს ანტისამთავრობო აქციების დროს პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობას, აგრეთვე ადანაშაულებდნენ მთავრობას გასულ კვირაში თურქეთის ქალაქ სომაში მდებარე ქვანახშირის საბადოში მომხდარი ტრაგედიის გამო.
XS
SM
MD
LG