მთავრობა წინა ხელისუფლების მიერ გახსნილ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს ყიდის. ეს გადაწყვეტილება ახალი ხელისუფლების ახალი სტრატეგიის ნაწილია. ამ სტრატეგიის თანახმად, სახელმწიფო საწარმოების შექმნის ნაცვლად, ხელისუფლება არჩევანს სოფლის მეურნეობის სფეროს ირიბ სუბსიდირებაზე აკეთებს.
თუმცა დღემდე სახელმწიფო, ცხადია, მის საკუთრებაში არსებული ქონების მართვასაც აგრძელებს.
დღეს სოფლის მეურნეობის პროფილის 71 საწარმოა რეგისტრირებული. ამ საწარმოებს ფლობს და კოორდინაციას უწევს 3 უწყება: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო - 11 საწარმო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1 საწარმო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო - 59 საწარმო.
IDFI-ის მონაცემებით, 2014 წლის მდგომარეობით, ამ 71 საწარმოდან მოქმედი სულ 15 საწარმოა; ამ 15 საწარმოდან 8 სერვისის მიმწოდებელი საწარმოა, 7 კი - მწარმოებელი;
სახელმწიფოს საკუთრებაშია, მაგალითად, ორი ღვინის ქარხანა, სასათბურე მეურნეობები, სოფლის მეურნეობის კორპორაცია, შპს „მექანიზატორი“, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო კომპანია, მარცვლეულის შესანახი ცენტრები, მაცივრები და ა.შ.
ამ კომპანიებთან დაკავშირებით ექსპერტების მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დოტაციურია. მაგალითად, სამელიორაციო კომპანია, რომელმაც საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები სარწყავი წყლით უნდა უზრუნველყოს, კვლავ სახელმწიფო დაფინანსებაზეა დამოკიდებული, რაც თანხის ამოღების სიძნელეებსა და ფერმერთა დაბალ გადახდისუნარიანობასთან არის დაკავშირებული.
სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორი ღვინის საწარმო რთვლის დროს სახელმწიფო სუბსიდირების მნიშვნელოვანი გამტარია ბოლო წლებში. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2012 წელს ამ 2 კომპანიის მიერ ჩაბარებულმა ყურძნის რაოდენობამ მიღებული მოსავლის 65% შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელი 2013 წელს 17%-მდე შემცირდა.
ცალკე თემაა შპს „მექანიზატორი“, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. დღესდღეობით შპს „მექანიზატორს“ საქართველოს რეგიონების მასშტაბით აქვს 12 სერვისცენტრი, სადაც თავმოყრილია 1069 ერთეული ტრაქტორი, 81 ერთეული კომბაინი და, დაახლოებით, 5000 ერთეული იმპლემენტი. სხვადასხვა ტენდერების ფარგლებში საწარმოსთვის შეძენილი დაგროვილი აქტივების რაოდენობამ 300 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმოს მუდმივ შტატში ჰყავს 400 თანამშრომელი.
რაც შეეხება პრივატიზაციის გეგმებს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ გასაყიდად 10-მდე ობიექტი გამოიტანა, მათ შორის - სათბურები, მარცვლეულის შესანახი ცენტრები და საჩითილე მეურნეობები. მომავალში კიდევ იგეგმება რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გასხვისება. თუ ერთი კომპანია სხვადასხვა ადგილას რამდენიმე წარმოებას ფლობს, ისინი ცალ-ცალკე ლოტებად გაიყიდება. მაგალითად, საქართველოს სათბურების კომპანია სამ საწარმოს ფლობს: სათბურებს წეროვანში, სოფელ რუხსა და ახალსოფელში. რუხისა და ახალსოფლის სათბურებში ჩითილი მოჰყავთ, წეროვანის სათბურში კი, რომელიც გაჩერებულია, პამიდორი.
გასაყიდად გატანილია მარცვლეულის შესანახი ორი ცენტრი აბაშასა და ლაგოდეხში. სახელმწიფოს მფლობელობაშია ასევე მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია - თესლის გადამამუშავებელი საწარმო თბილისში. ცალკე ლოტად გვაქვს გატანილი წეროვანის სათბურის ტერიტორიაზე მდებარე ლითონის კონსტრუქცია. ეს საპრივატიზაციო ქონების მხოლოდ ნაწილია. პერსპექტივაში სახელმწიფო „მექანიზატორის“ პრივატიზაციასაც გეგმავს.