მაისის ბოლოს საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განსაკუთრებულ აქცენტს უკრაინიდან ახალი დამსვენებლების მოზიდვაზე აკეთებს, რასაც, ნაწილობრივ, ყირიმის ტურისტული სეზონის ჩავარდნის იმედადაც გეგმავს.
უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები" (flyuia) ბათუმიდან კიევის მიმართულებით ფრენას 14 ივნისიდან იწყებს, 2 ივლისიდან კი ფრენა კვირაში 4 ჯერ განხორციელდება; როგორც დღეს არის ცნობილი, თავისუფალი ადგილების კომპენსირებას საქართველოს მხარე კისრულობს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში, ის მთლიანი შიდა პროდუქტის სულ, დაახლოებით, 6 პროცენტს გამოიმუშავებს.
გლობალურ ტენდენციას თუ გადავხედავთ, მსოფლიოში ტურიზმი მშპ-ს, დაახლოებით, 10 პროცენტს შეადგენს და სამუშაო ადგილების, დაახლოებით, 8 პროცენტს ქმნის. როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვანი ზრდის ტემპით აღინიშნება - მსოფლიოში ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 4 პროცენტით იზრდებოდა, საქართველოში კი 2011-2012 წლებში ზრდის მაჩვენებელმა 39 პროცენტი შეადინა, რაც თითქმის უპრეცედენტო მაჩვენებელი იყო. უნდა ითქვას, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია დღემდე, კერძოდ: საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, 2013 წლის ჯამური მონაცემებით, 5 მილიონ 392,303 შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს (4,428,221). 2014 წლის 3 თვის მონაცემებით კი, საქართველოს 1,006,267 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (935,358) შედარებით, 8%-ია.
ტურისტთა ასეთი მატება ქვეყნის ცნობადობის ზრდის ერთ-ერთი მაჩვენებელია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ კვლავ პრობლემად რჩება ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და ხარისხიანი მიწოდება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება არსებულ მოთხოვნას, კერძოდ:
საქართველოში სულ აღრიცხულია 103 კურორტი, 30 საკურორტო ზონა და რაიონი, თუმცა თანამედროვე ინფრასტრუქტურა 2012 წლისთვის მოწყობილი იყო მათგან მხოლოდ 29%-ზე. 2013-2014 წლებში ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული გარღვევა არ მომხდარა. სასტუმროების ბაზარზე ამჟამად აჭარის ზღვისპირა რეგიონი და თბილისი დომინირებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სულ საქართველოს ტერიტორიაზე 1051 განთავსების საშუალებაა, 34 751 საწოლი ადგილით. საწოლების რაოდენობის მხრივ, პირველ ადგილზე აჭარის რეგიონია. მათი რაოდენობის 63% სასტუმროებზე მოდის. შემდეგ არის სასტუმრო სახლები (16%) და საოჯახო სასტუმროები (16%). ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ცხადია, ტურიზმის სექტორის სეზონურობაა.
მაგალითად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2013 წელს ტურისტთა განთავსების ობიექტები ყველაზე დატვირთული ივლისში იყო, ამ დროს დატვირთულობის კოეფიციენტმა 88,08% შეადგინა, დეკემბერში კი - 10.73%. იმავე თვეს აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროს მომსახურებით 9.915 ვიზიტორმა ისარგებლა.
აჭარის რეგიონის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე გადანაწილდა: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, სომხეთი, პოლონეთი, ისრაელი.
ნაკლებად არის დამოკიდებული სეზონზე ზოგიერთ რეგიონი. მაგალითად, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით, ტურისტული მიზნით ჩამოსული დამიანები ყველაზე ხშირად პრომეთეს მღვიმესა და უფლისციხეს ნახულობენ.
ზოგადად, აღსანიშნავია, რომ მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით, დღემდე საქართველოში მოგზაურთა უმეტესობა - 86 პროცენტი - მეზობელი ქვეყნებიდანაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი. მხოლოდ ვიზიტორების 14% ეწვია საქართველოს სხვა ქვეყნებიდან. თუმცა ეს სტატისტიკა ტურისტული მიზნებით ჩამოსულებზე სრულ წარმოდგენას ვერ იძლევა, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ერთ ან ორ დღეში ტოვებს. შეცვლის თუ არა ამ სტატისტიკას 2014 წლის ზაფხული და უკრაინელ ტურისტთა მოზიდვისთვის ხელისუფლების მიერ მიღებული საგანგებო ზომები, ამას უახლოესი თვეები გვაჩვენებს.