Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკის "ღია რუსეთმა" განაახლა მუშაობა


მიხაილ ხოდორკოვსკის ფონდმა - „ღია რუსეთმა“ მუშაობა განაახლა. საგენტო „ერ-ბე-კას“ ცნობით, ფონდი „ღია რუსეთი“ დააფინანსებს რუსი მეთვალყურეების მუშაობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 25 მაისს არის დაგეგმილი. „ღია რუსეთი“ 2001 წელს ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქციონერებისა და კერძო პირების მიერ დაარსდა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტების მხარდასაჭერად. დაარსებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კომპანია „იუკოსის“ ხელმძღვანელების დაპატიმრებისა და კომპანია „იუკოსის“ საქმიანობის შეჩერების გამო, ფონდმა მუშაობა შეწყვიტა.
XS
SM
MD
LG