ლუგანსკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ხმა მისცა ამომრჩეველთა 96 %-მა, - განაცხადა ლუგანსკის რეფერენდუმის კომისიის ორგანიზატორმა ალექსანდ მალიხინმა. მისივე ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 75%-მა. აღმოსავლეთ უკრაინის მეორე ოლქში, დონეცკში 81%-მა დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობის რეფერენდუმს. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ლუგანსკსა და დონეცკში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს კომენტარი გაუკეთა დევნილობაში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. „დონბასის მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა თვითგამორკვევის რეფერენდუმზე, რადგან უკრაინის მოსახლეობის მოთმინება უკვე ზღვარს მიუახლოვდა“, - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში, რომელიც „იტარ-ტასმა“ გაავრცელა. იანუკოვიჩმა კიევს მოუწოდა, შეწყვიტოს ანტიტერორისტული ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში.
ყველაზე პოპულარული
1