უკრაინის მილიციამ დაიწყო კრასნოარმეისკში მომხდარის გამოძიება. კვირას კრასნოარმეისკში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს. უკრაინის შსს აცხადებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ კრასნოარმეისკში მომხდარი დაპირისპირების დროს მილიციის საგანგებო დანიშნულების ბატალიონ „დნეპრის“ წევრები არ მონაწილეობდნენ. დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის მოადგილემ ბორის ფილატოვმაც დაწერა თავის „ფეისბუკის“ გვერდზე, რომ ბატალიონ „დნეპრის“ მეომრები კრასნოარმეისკში არ იმყოფებოდნენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირას კრასნოარმეისკში ჩავიდნენ ბატალიონ „დნეპრის“ წევრები და ქალაქში რეფერენდუმის ჩატარებას უშლიდნენ ხელს. მედიის ცნობით, სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მათ ქალაქის საბჭოს მახლობლად გზა გადაუკეტეს.
ყველაზე პოპულარული
1