ერაყელი მედიკოსები აცხადებენ, რომ ქალაქ ფალუჯაში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. დეკემბრიდან ფალუჯას მთავრობის მოწინააღმდეგე მებრძოლები აკონტროლებენ. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესი" ქალაქის მთავარი საავადმყოფოდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაჭრილია 20 ადამიანი. ერაყის ჯარებმა პარასკევს დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ფალუჯაზე კონტროლის აღსადგენად. ოპერაციის დროს, ცნობების თანახმად, მეჩეთები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ბაღდადის დასავლეთით, ანბარის პროვინციაში მდებარე ფალუჯაში უმეტესწილად სუნიტი მუსლიმები ცხოვრობენ.
ყველაზე პოპულარული
1