Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია არ შეუშლის ხელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას


ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკი არ შეუშლის ხელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნაზე ხელმოწერას მას შემდეგ, რაც რუსეთთან მოუვიდა დავა ნავთობპროდუქტების საბაჟო გადასახადებზე. აქამდე ლუკაშენკო იმუქრებოდა, რომ დაბლოკავდა ხელმოწერას, თუ არ გაუქმდებოდა ვაჭრობის სფეროში დაწესებული ზოგი შეზღუდვა, მათ შორის საბაჟო გადასახადი ნავთობპროდუქტებზე. მინსკში ჟურნალისტებთან საუბრისას, ლუკაშენკომ 9 მაისს თქვა, რომ კრემლი დათანხმდა ბელორუსიისთვის მიმდინარე თვეში ორი მილიარდი დოლარის კრედიტის გამოყოფას. იანვარში მინსკმა უკვე მიიღო კრედიტი რუსეთისაგან - 450 მლნ დოლარი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის შეთანხმება ეფუძნება საბაჟო კავშირს, რომელიც ამჟამად აერთიანებს ბელორუსიას, რუსეთსა და ყაზახეთს. ხელმოწერის ცერემონია 29 მაისს გაიმართება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში .
XS
SM
MD
LG