6 მაისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ უმასპინძლა მასშტაბურ კონფერენციას, რომელიც გამოჩენილი აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ძიძარიას, 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აფხაზეთმცოდნეობის არაერთი მიმართულების ფუძემდებელი და აფხაზური დედაენის ავტორი მჭიდროდ თანამშრომლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც წლების განმავლობაში კითხულობდა მე-19 საუკუნის აფხაზეთის ისტორიის კურსს. გიორგი ძიძარია ასევე აქტიურად თანამშრომლობდა პირველი ქართული ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგიასთან. როგორ აღნიშნეს დიდი აფხაზი მეცნიერის 100 წლის იუბილე თბილისსა და სოხუმში?
გიორგი ძიძარია, გარდა იმისა, რომ იყო ცნობილი მკვლევარი, - 400-მდე სამეცნიერი ნაშრომის ავტორი, - ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც: წლების განმავლობაში სათავეში ედგა ჯერ სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტს, ხოლო შემდეგ, 1966 წლიდან გარდაცვალებამდე, ანუ 1988 წლამდე, - აფხაზეთის ენის, ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტს. გიორგი ძიძარიას სტუდენტთა შორის იყო პროფესორი ოთარ ჟორდანიაც, რომელიც თავისი პედაგოგის დამსახურებად მიიჩნევს აფხაზი ხალხის ისტორიულ წარსულზე ბევრი პრინციპულად მიუღებელი დებულების გაქარწყლებას. ავიღოთ თუნდაც 1866 წლის აჯანყება აფხაზეთში:
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი აჯანყება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. რა იყო ამ აჯანყების მიზეზი? როგორც საბჭოთა ეპოქის ისტორიკოსს, მას არ შეეძლო პირდაპირ რუსეთის ხელისუფლების დადანაშაულება. ის ამბობდა, რომ ეს იყო ანტიფეოდალური, ანტიკოლონიური გამოსვლა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ეს იყო ომი რუსული ადმინისტრაციის წინააღმდეგ იმისათვის, რომ აღედგინათ გაუქმებული აფხაზეთის სამთავრო. და მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება დამარცხდა, იდეამ აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავროს აღდგენისა მის ნაშრომში მკაფიოდ გაიჟღერა“.
ოთარ ჟორდანიას თქმით, გიორგი ძიძარიამ, პირველმა ისტორიოგრაფიაში, გამართა აფხაზეთის ახალი და უახლესი ისტორია, რომელიც ორ ტომად გამოიცა. გიორგი ძიძარია ავტორია კაპიტალური მონოგრაფიისა აფხაზეთის ინტელიგენციის ისტორიის შესახებ, თუმცა, როგორც ოთარ ჟორდანია ამბობს, მისი პედაგოგის მდიდარი მეცნიერული მემკვიდრეობიდან გამორჩეულია მონოგრაფია, რომელიც მუჰაჯირობას ეძღვნება.
„ეს არის საშინელი ტრაგედია აფხაზი ხალხის ისტორიაში. თურქეთში იძულებით გაასახლეს რამდენიმე ათეული ათასი აფხაზი. ესეც არ აკმარეს. აფხაზი ხალხი გამოაცხადეს დამნაშავე ერად, რაც ნიშნავდა იმას, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ ეცხოვრათ ქალაქში, მათ არ ჰქონდათ უფლება შეეძინათ მიწის ნაკვეთი... მოკლედ, შეიზღუდნენ ყველანაირად. გიორგი ძიძარიამ ამ ნაშრომით გვიჩვენა, თუ რა დიდი დანაშაული მიუძღვის რუსეთის მთავრობას აფხაზი ხალხის წინაშე. თანამედროვე ტერმინოლოგიით, ეს იყო ეთნიკური წმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას ოთარ ჟორდანიამ, რომლის თქმითაც, გიორგი ძიძარია აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, რის გამოც 1971 და 1982 წლებში ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდა.
დიდი მეცნიერის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ასევე გაიხსენა გიორგი ძიძარიას ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართული ენციკლოპედიის რედაქციასთან:
„უმრავლესი სტატიები, რომლებიც აფხაზეთის ისტორიას შეეხებოდა, იყო გიორგი ძიძარიასა და ზურაბ ანჩაბაძის ავტორობით. ძალიან სამწუხარო იყო გიორგი ძიძარიას წასვლა ამ ქვეყნიდან. მახსოვს, თბილისიდან დიდი ჯგუფი ჩავიდა გასვენებაში, სადაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრია აფაქიძემ, შესანიშნავი გამოსათხოვარი სიტყვა უთხრა მას. ეს იყო ლიხნში, გიორგის მშობლიურ სოფელში. ამ სიტყვაში ხაზგასმულად იქნა აღნიშნული მისი დიდი ღვაწლი ქვეყნისა და მეცნიერების წინაშე“.
გიორგი ძიძარიას ღვაწლი ასევე მასშტაბური სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნეს სოხუმში, სადაც მას აფახაზური მეცნიერების კორიფედ მიიჩნევენ. სოხუმში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ვიტალი შარიას თქმით, ასევე გიორგი ძიძარიას სახელს უკავშირდება ბრძოლა აფხაზი ხალხის თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის:
„აფხაზ ხალხს სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში უხდებოდა ბრძოლა გადარჩენისა და ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებისათვის. მაგალითად, სამამულო ომის დასრულების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აფხაზური სკოლების დახურვის შესახებ. პიროვნების კულტის პირობებში ისტორიკოსმა გიორგი ძიძარიამ, ენათმეცნიერ კონსტანტინე შაკრილთან და მწერალ ბაგრატ შინკუბასთან ერთად, 1947 წელს საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში გაგზავნა წერილი, რომელშიც ასახული იყო ყველა ნეგატიური შედეგი, რომელიც მოჰყვა აფხაზური სკოლების დახურვას. წერილში მოტანილი იყო აფხაზი ხალხის უფლებების შელახვის მრავალი ფაქტი, მისი ისტორიისა და კულტურის დამახინჯების შემთხვევები, დემოგრაფიული ვითარების ხელოვნურად შეცვლის ფაქტები“.
ვიტალი შარიას თქმით, წერილის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, 1940 წლიდან სიტყვათშეთანხმება „აფხაზი ხალხი“ ამოღებული იქნა ოფიციალური ხმარებიდან. ცხადია, შეუძლებელი იყო ასეთი შინაარსის წერილს არ მოჰყოლოდა ხელისუფლების ნეგატიური რეაქცია.
ქართველი მეცნიერები კი ამბობენ, რომ გიორგი ძიძარიამ უაღრესად პოზიტიური როლი ითამაშა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში და რომ არა მისი ნაადრევი სიკვდილი, 90-იან წლებში მომხდარი დაპირისპირებაც არ იქნებოდა ასეთი მასშტაბური და სასტიკი. პროფესორი ნოდარ ნათაძე დარწმუნებულია, რომ პირადად მას არ გაუჭირდებოდა აფხაზი ხალხის ამ ნამდვილ პატრიოტთან და დიდ მეცნიერთან საერთო ენის გამონახვა:
„ანგარიშგასაწევი მეცნიერი იყო და რომ ვყოფილიყავი მასთან კონტაქტში, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საერთო პოზიცია გვექნებოდა. მე შევძლებდი მის შინაგან ყურადღებამდე იმის მიტანას, თუ როგორია ქართული პოზიცია ამ ჩვენს საერთო პრობლემებში - პოზიცია, რომელიც შინაარსობრივად და სიღრმისეულად აბსოლუტურად ჰარმონიზებადია იმ პოზიციასთან, რომელიც ბატონი გიორგის დონის მეცნიერსა და პატრიოტს ექნებოდა“.
ბატონ გიორგის პირადად იცნობდა ვახტანგ ყოლბაია, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც მეცნიერის შვილთან, გუდისა ძიძარიასთან მეგობრობდა:
„გუდისას მეშვეობით დავუახლოვდი ბატონ გიორგის და მას კაბინეტში ხშირად ვსტუმრობდი. იყო საოცრად თბილი და საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი. ახალგაზრდებს, ვიდრე გავიცნობდით, გვეგონა, რომ იყო მიუკარებელი და ხისტი ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა საოცრად თბილი, რომელიც ცდილობდა თანამოუსაბრისათვის საინტერესო და გასაგებ საკითხებზე ესაუბრა. უყვარდა კილოკავებით საუბარი. ხუმრობით ხან ოჩამჩირული, ხან გუდაუთური კილოთი საუბრობდა, რა თქმა უნდა, მეგრული კილოთიც. ქართულად გრძელი საუბრები არ გვქონია, მაგრამ ქართული ჩვენს საუბარში ხშირად იყო ხოლმე“.
ვახტანგ ყოლბაიას თქმით, გიორგი ძიძარია მეცნიერის მძიმე შრომას წარმატებით უთავსებდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას: ერთი ხანობა მას ეკავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. პროფესორ ოთარ ჟორდანიას თქმით, გიორგი ძიძარია ყველა ასპარეზზე შთაგონებული იყო თავისი ხალხის მსახურებით.
„ეს იყო განსახიერება იმ საუკეთესო თვისებებისა, რომელთა მატარებელი არის აფხაზი ხალხი და თუ თქვენ გაეცნობით იმ წერილებს, რომლებიც ქართველმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს პრესაში, დარწმუნდებით, რომ გიორგი ძიძარია აფხაზი ხალხისათვის არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო აფხაზ ხალხს, თავის კუთხესა და მეცნიერებას“, უთხრა ოთარ ჟორდანიამ რადიო თავისუფლებას.
გიორგი ძიძარია, რომელიც 1988 წელს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ლიხნში. მეცნიერის დაბადებიდან 100 წლისთავზე სოხუმში, იმ ბინაში, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა, გაიხსნა მემორიალური დაფა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სულ მალე სოხუმში მეცნიერის ძეგლიც დაიდგმება.

თურქეთში იძულებით გაასახლეს რამდენიმე ათეული ათასი აფხაზი. ესეც არ აკმარეს. აფხაზი ხალხი გამოაცხადეს დამნაშავე ერად, რაც ნიშნავდა იმას, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ ეცხოვრათ ქალაქში...ოთარ ჟორდანია
ოთარ ჟორდანიას თქმით, გიორგი ძიძარიამ, პირველმა ისტორიოგრაფიაში, გამართა აფხაზეთის ახალი და უახლესი ისტორია, რომელიც ორ ტომად გამოიცა. გიორგი ძიძარია ავტორია კაპიტალური მონოგრაფიისა აფხაზეთის ინტელიგენციის ისტორიის შესახებ, თუმცა, როგორც ოთარ ჟორდანია ამბობს, მისი პედაგოგის მდიდარი მეცნიერული მემკვიდრეობიდან გამორჩეულია მონოგრაფია, რომელიც მუჰაჯირობას ეძღვნება.
„ეს არის საშინელი ტრაგედია აფხაზი ხალხის ისტორიაში. თურქეთში იძულებით გაასახლეს რამდენიმე ათეული ათასი აფხაზი. ესეც არ აკმარეს. აფხაზი ხალხი გამოაცხადეს დამნაშავე ერად, რაც ნიშნავდა იმას, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ ეცხოვრათ ქალაქში, მათ არ ჰქონდათ უფლება შეეძინათ მიწის ნაკვეთი... მოკლედ, შეიზღუდნენ ყველანაირად. გიორგი ძიძარიამ ამ ნაშრომით გვიჩვენა, თუ რა დიდი დანაშაული მიუძღვის რუსეთის მთავრობას აფხაზი ხალხის წინაშე. თანამედროვე ტერმინოლოგიით, ეს იყო ეთნიკური წმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას ოთარ ჟორდანიამ, რომლის თქმითაც, გიორგი ძიძარია აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, რის გამოც 1971 და 1982 წლებში ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდა.
დიდი მეცნიერის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ასევე გაიხსენა გიორგი ძიძარიას ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართული ენციკლოპედიის რედაქციასთან:
„უმრავლესი სტატიები, რომლებიც აფხაზეთის ისტორიას შეეხებოდა, იყო გიორგი ძიძარიასა და ზურაბ ანჩაბაძის ავტორობით. ძალიან სამწუხარო იყო გიორგი ძიძარიას წასვლა ამ ქვეყნიდან. მახსოვს, თბილისიდან დიდი ჯგუფი ჩავიდა გასვენებაში, სადაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრია აფაქიძემ, შესანიშნავი გამოსათხოვარი სიტყვა უთხრა მას. ეს იყო ლიხნში, გიორგის მშობლიურ სოფელში. ამ სიტყვაში ხაზგასმულად იქნა აღნიშნული მისი დიდი ღვაწლი ქვეყნისა და მეცნიერების წინაშე“.
აფხაზ ხალხს სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში უხდებოდა ბრძოლა გადარჩენისა და ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებისათვის. მაგალითად, სამამულო ომის დასრულების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აფხაზური სკოლების დახურვის შესახებ...ვიტალი შარია
გიორგი ძიძარიას ღვაწლი ასევე მასშტაბური სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნეს სოხუმში, სადაც მას აფახაზური მეცნიერების კორიფედ მიიჩნევენ. სოხუმში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ვიტალი შარიას თქმით, ასევე გიორგი ძიძარიას სახელს უკავშირდება ბრძოლა აფხაზი ხალხის თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის:
„აფხაზ ხალხს სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში უხდებოდა ბრძოლა გადარჩენისა და ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებისათვის. მაგალითად, სამამულო ომის დასრულების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აფხაზური სკოლების დახურვის შესახებ. პიროვნების კულტის პირობებში ისტორიკოსმა გიორგი ძიძარიამ, ენათმეცნიერ კონსტანტინე შაკრილთან და მწერალ ბაგრატ შინკუბასთან ერთად, 1947 წელს საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში გაგზავნა წერილი, რომელშიც ასახული იყო ყველა ნეგატიური შედეგი, რომელიც მოჰყვა აფხაზური სკოლების დახურვას. წერილში მოტანილი იყო აფხაზი ხალხის უფლებების შელახვის მრავალი ფაქტი, მისი ისტორიისა და კულტურის დამახინჯების შემთხვევები, დემოგრაფიული ვითარების ხელოვნურად შეცვლის ფაქტები“.
ვიტალი შარიას თქმით, წერილის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, 1940 წლიდან სიტყვათშეთანხმება „აფხაზი ხალხი“ ამოღებული იქნა ოფიციალური ხმარებიდან. ცხადია, შეუძლებელი იყო ასეთი შინაარსის წერილს არ მოჰყოლოდა ხელისუფლების ნეგატიური რეაქცია.
ქართველი მეცნიერები კი ამბობენ, რომ გიორგი ძიძარიამ უაღრესად პოზიტიური როლი ითამაშა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში და რომ არა მისი ნაადრევი სიკვდილი, 90-იან წლებში მომხდარი დაპირისპირებაც არ იქნებოდა ასეთი მასშტაბური და სასტიკი. პროფესორი ნოდარ ნათაძე დარწმუნებულია, რომ პირადად მას არ გაუჭირდებოდა აფხაზი ხალხის ამ ნამდვილ პატრიოტთან და დიდ მეცნიერთან საერთო ენის გამონახვა:
„ანგარიშგასაწევი მეცნიერი იყო და რომ ვყოფილიყავი მასთან კონტაქტში, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საერთო პოზიცია გვექნებოდა. მე შევძლებდი მის შინაგან ყურადღებამდე იმის მიტანას, თუ როგორია ქართული პოზიცია ამ ჩვენს საერთო პრობლემებში - პოზიცია, რომელიც შინაარსობრივად და სიღრმისეულად აბსოლუტურად ჰარმონიზებადია იმ პოზიციასთან, რომელიც ბატონი გიორგის დონის მეცნიერსა და პატრიოტს ექნებოდა“.
ბატონ გიორგის პირადად იცნობდა ვახტანგ ყოლბაია, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც მეცნიერის შვილთან, გუდისა ძიძარიასთან მეგობრობდა:
„გუდისას მეშვეობით დავუახლოვდი ბატონ გიორგის და მას კაბინეტში ხშირად ვსტუმრობდი. იყო საოცრად თბილი და საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი. ახალგაზრდებს, ვიდრე გავიცნობდით, გვეგონა, რომ იყო მიუკარებელი და ხისტი ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა საოცრად თბილი, რომელიც ცდილობდა თანამოუსაბრისათვის საინტერესო და გასაგებ საკითხებზე ესაუბრა. უყვარდა კილოკავებით საუბარი. ხუმრობით ხან ოჩამჩირული, ხან გუდაუთური კილოთი საუბრობდა, რა თქმა უნდა, მეგრული კილოთიც. ქართულად გრძელი საუბრები არ გვქონია, მაგრამ ქართული ჩვენს საუბარში ხშირად იყო ხოლმე“.
დარწმუნდებით, რომ გიორგი ძიძარია აფხაზი ხალხისათვის არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო აფხაზ ხალხს, თავის კუთხესა და მეცნიერებას...ოთარ ჟორდანია