ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომლის საფინალო კონცერტი ათ მაისს ეწყობა, „თავს დებს“, რომ არ არის პოლიტიკური ბუნებისა. მაგრამ რა მოხდება ამჯერად, როცა კოპენჰაგენში უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტის ფონზე იჟღერებს მუსიკა, ჯერ ძნელი სათქმელია. უკრაინის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა, რუსეთის ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ უკვე უწოდა ომი. ამ დროს კი კოპენჰაგენში ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლები, სხვა 31 ევროპული და კვაზიევროპული სახელმწიფოების მომღერლებთან ერთად, მხარდამხარ იბრძოლებენ საუკეთესოს პრიზისთვის. ნახევარფინალში ამ ორი ქვეყნის მომღერლები თითქმის ერთმანეთის მიყოლებით გამოვლენ. მათ შორის, მსმენელს და მაყურებელს წარუდგება აზერბაიჯანელი მომღერალი. მეორე ნახევარფინალურ ჯგუფშია საქართველოს სახელით გამომსვლელი „შინი და მარიკო“. გერმანიაში დაფუძნებულ „შინს“ ვოკალისტი მარიკო ებრალიძე შეუერთდა. რაც შეეხება უკრაინას და რუსეთს, უკრაინა წარსულში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პლატფორმას ანტირუსული შენიღბული ლოზუნგებისთვის იყენებდა. მაგრამ ახლა, უკრაინელი შემსრულებელი 21 წლის მარია იარემჩუკი სრულიად არაპოლიტიკური სიმღერით გამოდის. მის სიმღერას „ტიკ-ტოკი“ ჰქვია.
თუმცა იარემჩუკი, რომლის მამა უკრაინაში ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი ნაზარი იარემჩუკი იყო, ჩვენს რადიოს ეუბნება, რომ ის და მისი თანაგუნდელები განიცდიან, რაც ხდება მათ სამშობლოში, განსაკუთრებით კი ოდესის ამბების შემდეგ, როცა 2 მაისს ძალადობის გამო 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა: „ბუნებრივია, მთელი გუნდი განვიცდით. ძნელია კონცენტრირება მხოლოდ რეპეტიციებსა და მუშაობაზე, რადგან გულით და გონებით უკრაინაში ვართ, განსაკუთრებით გუშინდელი საშინელი ამბების შემდეგ. მაგრამ არ მინდა ვთქვა, რომ ეს ხელს გვიშლის. პირიქით, უფრო გვაძლიერებს“.
რუსეთს ევროვიზიაში წელს ტყუპი დები, ანასტასია და მარია ტოლმაჩევები, წარმოადგენენ. დებმა 2006 წელს ევროვიზიის იუნიორთა კონკურსში გაიმარჯვეს. ახლა 17-17 წლის მოღიმარი, ქერათმიანი გოგონები ცდილობენ უცხოეთში რუსეთის სახელი შეარბილონ თავიანთი სიმღერითაც, სახელწოდებით „Shine“.
პოლ ჯორდანის მოსაზრებას გაგიზიარებთ, კაცისა, რომელიც ევროვიზიის ექსპერტადაა აღიარებული. მისი თქმით, ბოლო ხანს მან შეიტყო, რომ ევროვიზიის საზოგადოებრიობაში ანტირუსული განწყობა გაჩნდა და არა მხოლოდ უკრაინის გამო, არამედ იმ მიზეზითაც, რომ რუსეთში „ანტიჰომოსექსუალური“ კანონები მიიღეს:
„თითქმის ირონიაა, რომ უკრაინის წარმომადგენლის სიმღერას „ტიკ ტოკი“ ჰქვია. ამ ქვეყნის ვითარების გათვალისწინებით, თითქოს საათის მექანიზმიანი ბომბია. და რუსეთი კი მოითხოვს, ცოტა სიყვარული აჩვენეთ სამყაროსო. რუსეთს ტყუპი დები წარმოადგენენ. საფიქრებელია, რომ რუსეთისთვის გამოსვლა ევროვიზიის აუდიტორიის წინაშე, რომელიც უპირატესად გეიებისგან შედგება, არ იქნება ადვილი. ახლახან ერთ-ერთ მოსმენაზე რუსეთის სიმღერას პუბლიკა უარყოფითად შეხვდა და ბევრი კომენტარი გაკეთდა. საინტერესოა, ვნახოთ, როგორ მიიღებენ რუსი ტყუპების გამოსვლას. ევროვიზიის საზოგადოებრიობაში კამათობენ, ხალხმა უარყოფითი დამოკიდებულება უნდა გამოხატოს თუ არა რუსი შემსრულებლების მიმართ, რომლებიც საკმაოდ საყვარელ სიმღერას შეასრულებენ. არის თუ არა ეს რუსეთის მხრიდან გაცნობიერებული გადაწყვეტილება? რუსებმა, ჩანს, იციან, რასაც აკეთებენ“.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის საფინალო კონცერტის დროს გამოჩნდება, როგორ აისახება მასზე უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირება. ჩვეულებრივ, როცა რომელიმე ქვეყნის მსმენელი თავის მომღერალს ხმას ვერ აძლევს, ტრადიციულად, მეზობელი სახელმწიფოების წარმომადგენლებს მიემხრობა ხოლმე. ჯორდანი იხსენებს 2005 წელს, როცა ნარინჯისფერი რევოლუციის გამო, რომლის ბუნება პროდასავლური იყო, რუსმა მსმენელმა ზურგი შეაქცია უკრაინას და დიდი მეზობლისგან მაშინ უკრაინელმა მომღერალმა მხოლოდ 2 ქულა მიიღო, განსხვავებით წინა წელს მოპოვებული 12 ქულისგან. ახლა, ყირიმის ანექსიისა და უკრაინის გაყოფის სურვილის ფონზე, რომელი მსმენელი ვის დაუჭერს მხარს, ძნელი სავარაუდოა. ევროვიზიის ოფიციალური წარმომადგენლები ცდილობენ დაიცვან კონკურსის არაპოლიტიკური ბუნება, მაგრამ, როგორც ჯორდანი ამბობს, კონკურსის არსია თვით პოლიტიკური:
„ეს არის სატელევიზიო შოუ, მსუბუქი გასართობი გადაცემა, მაგრამ, სინამდვილეში, ევროპაში არსებული დაძაბულობა ევროვიზიის გზით გამოჩნდება ხოლმე, განსაკუთრებით - კენჭისყრისას. და ეს ხდება მიუხედავად ევროვიზიის არაპოლიტიკურობისა. მაგრამ თავისი არსით ევროვიზია მაინც პოლიტიკურია, მოსწონთ თუ არა ეს მის ორგანიზატორებს“.
გაგახსენებთ: რამდენიმე წლის წინ, ევროვიზიის საკონტროლო ჯგუფმა საკონკურსო პროგრამაში არ დაუშვა საქართველოს მიერ წარდგენილი სიმღერა
”We don’t wanna put in”. ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცნობით, რომელიც ევროვიზიის ორგანიზატორია, სკანდალურად ცნობილი სიმღერა არ შეესაბამებოდა კონკურსის წესებს, სკანდალურად ის შეფასდა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში თითქოს ერთი სახელმწიფოს ლიდერის გვარი ჟღერდა. ეს, უბრალოდ, სიტყვების თამაში იყო.