Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 პროცენტით გაიზარდა სახელმწიფო საშინაო ვალის მოცულობა


ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო საშინაო ვალის მოცულობა ერთი წლის განმავლობაში 27 პროცენტით გაიზარდა, მხოლოდ აპრილში ვალის მოცულობა 65 მილიონი ლარითაა გაზრდილი. 2014 წლის 30 აპრილისთვის ქვეყნის საშინაო ვალი (ე.წ. "ისტორიული ვალის" გამოკლებით) 1,6 მილიარდ ლარს აღემატება. ვალის უმეტესი წილი, დაახლოებით 1 მილიარდი ლარი სახაზინო ფასიან ქაღალდებზე მოდის. აქედან 10 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების მოცულობა 85 მილიონი ლარით განისაზღვრება, 5 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციები - 298,937 მილიონით, 2 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციები - 317,367 მილიონი ლარით, 12 თვის ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები 304,2 მილიონით..
XS
SM
MD
LG