არასამთავრობო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის პატივცემული ნაწილი ჩარჩა იქ, სადაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იყო, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ წამოწყებულ კამპანიას "ეს შენ გეხება". მანამდე აღნიშნული აქციის ინიციატორები გააკრიტიკა და მათ „ქვეყნის ძირგამომთხრელები“ უწოდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა ერთი დღე არ გაჩერებულა. ეს უკვე ერთგვარ ახირებას ემსგავსება", - განაცხადა ხიდაშელმა ტელეკომპანია 2 მაისს "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" საუბრის დროს.
ყველაზე პოპულარული
1