უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს სთხოვა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე მოერიდონ მგზავრობას დონეცკის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით და ქალაქებში სევასტოპოლსა და სლავიანსკში. ამ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს, რომ ტერიტორია შეძლებისდაგვარად სწრაფად დატოვონ. გარდა ამისა, სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს აცნობებს, რომ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში შესვლისა და ყოფნის უფლება რეგულირდება უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. „ამ ტერიტორიებზე შესვლა და ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და პასპორტსა და საიმიგრაციო ბარათში აქვთ შესაბამისი ბეჭედი“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს უკრაინის კონფლიქტურ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს
ყველაზე პოპულარული
1