Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანში წმინდანად შერაცხეს ორი პაპი


ვატიკანში რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდანად შერაცხა რომის ეკლესიის მღვდელთმთავრები იოანე მე-13 და იოანე პავლე მე-2. ფრანცისკესთან ერთად ღვთისმსახურება რომის საპატიო პაპმა ბენედიქტე მე-16 ჩაატარა. იოანე მეცამეტე, ერისკაცობაში ანჯელო ჯუზეპე რონკალი, 1958-1963 წლებში იმყოფებოდა პონტიფიკის პოსტზე. 1962 წელს მან მოიწვია ვატიკანის მეორე კრება, რომელზეც მიღებულ იქნა საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. იოანე პავლე მეორე, პოლონელი კაროლ ვოიტილა, რომის კათოლიკე ეკლესიის სათავეში 27 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ბევრი გააკეთა, როგორც მსოფლიოში კათოლიკური სარწმუნეობის განსამტკიცებლად, ისე კომუნისტური რეჟიმების დასამხობად ევროპაში. წმინდანად გამოცხადების ცერემონიას ვატიკანში 150 კარდინალი და დაახლოებით ათასი ეპისკოპოსი ესწრებოდა. ღვთისმსახურებას რომის წმინდა პეტრეს ტაძრის წინ და მიმდებარე ქუჩებზე შეკრებილი ასობით ათასი კაცი ადევნებდა თვალს.
XS
SM
MD
LG