საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს კომენტარს რუსული მედიით გავრცელებულ ცნობაზე, საქართველოში უკრაინის ფედერალიზაციის მხარდამჭერებთან საბრძოლველად ქართველი ნაციონალისტების გადაბირების თაობაზე. თავდაპირველად გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რაც დღეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმაც აიტაცეს, მოხალისეთა შეკრების ორგანიზებას, უკრაინაში რუსი აქტივისტების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში მონაწილეობისთვის, ფინეთში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის ხელმძღვანელი გოჩა ბახია ახორციელებს. მოხალისეთა დაფინანსებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებენ,“-წერს გამოცემა ანონიმურ საპარლამენტო წყაროზე დაყრდნობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გაეცნო, თუმცა, კომენტარის გაკეთების გადაწყვეტილება უწყებას ჯერ არ მიუღია.
ყველაზე პოპულარული
1